მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ცნობილი უფლებადამცველი მოკლეს

ავღანეთში უფლებადამცველი მოკლეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ცნობილი უფლებადამცველი იუსუფ რაშიდი მოკლეს. ის ორგანიზაცია  FEFA-ს დირექტორი იყო, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის იბრძოდა. ამის შესახებ  khaama.com იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა იმ მომენტში მოხდა, როდესაც რაშიდი მანქანაში ჩაჯდა. ამ დროს მასთან შეიარაღებული პირები მივიდნენ და ცეცხლი გახსნეს. იუსუფ რაშიდი ადგილზე დაიღუპა. მისი მძღოლი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.

უფლებადამცველის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ავღანეთში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ბოლო თვეებში ავღანეთის სხვადასხვა ნაწილში საზოგადოების რამდენიმე ცნობილი წევრი და ჟურნალისტი მოკლეს.

იხილეთ აგრეთვე:

ავღანეთში ჟურნალისტთა კავშირის რეგიონული ხელმძღვანელი მოკლეს

ავღანეთში ცნობილი ტელეჟურნალისტი მოკლეს