მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ჟურნალისტთა კავშირის რეგიონული ხელმძღვანელი მოკლეს

კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს ავღანეთში

ავღანეთში დაუდგენელმა პირებმა გაზნის პროვინციის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელი რაჰმათულა ნიქზადი მოკლეს. ამის შესახებ aljazeera იუწყება. 

ნიქზადი სააგენტოებთან Associated Press-თან და ტელეკომპანია Aljazeera-სთან თანამშრომლობდა. მოძრაობა „თალიბანმა“ უკვე განაცხადა, რომ მკვლელობასთან კავშირი არა აქვს.

ბოლო დროს ავღანეთში ჟურნალისტების მიმართა სულ უფრო ხშირად ისმის მუქარა. ნიქზადი ბოლო 2 თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში მოკლული მეხუთე ჟურნალისტია.

10 დეკემბერს ნანგარჰარის პროვინციაში ცნობილი ჟურნალისტი ქალი მამალაი მაივანდი მოკლეს. მაშინ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

იხილეთა გრეთვე:

🔱 ავღანეთში ცნობილი ჟურნალისტი ქალი მოკლეს

🔱 ავღანეთში ცნობილი ტელეჟურნალისტი მოკლეს