მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას გეგმავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც 20 იანვრიდან ოფიციალურად გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი, იმიგრაციის შესახებ მასშტაბური საკანონმდებლო აქტის გამოცემას გეგმავს. ამით ბაიდენი მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააუქმებს. ინფორმაციას nbcdfw.com ავრცელებს. 

ბაიდენის ამ ინიციატივის შემდეგ აშშ-ის მოქალაქეობის მიღება 8 წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი. დღევანდელი კანონმდებლობით ამისთვის ადამიანი აშშ-ის ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს. ჯო ბაიდენის აქტის განხორციელების შემთხვევაში აშშ-ის მოქალაქეობას დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი მიღებს.

საიმიგრაციო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია ჯოზეფ ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ტრამპის მიერ ამ მხრივ მიღებულ შეზღუდვებს ბაიდენი „ამერიკულ ფასეულობებზე თავდასხმას“ უწოდებდა

ბაიდენის ამ ინიციატივის მიხედვით, აშშ-ში სტატუსის გარეშე მცხოვრები პირი 5 წლის შემდეგ დროებითი ბინადრობის უფლებას იღებს, ხოლო კიდევ 3 წლის შემდეგ კი უფლება ექნება აშშ-ის მოქალაქე გახდეს.

პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალური დაკავების შემდეგ ჯო ბაიდენი პირველივე დღეს 10 განკარგულების გამოქვეყნებას აპირებს. ერთ-ერთი მათგანი მუსულმანური ქვეყნების მოქალაქეებისთვის (ირანი, ერაყი, სირია და სხვ.) აშშ-ში ჩასვლის აკრძალვის გაუქმებას ითვალისწინებს. ეს აკრძალვა ასევე დონალდ ტრამპის დროს იყო მიღებული.

ასევე წაიკითხეთ:

🔴 ბაიდენი პარიზის კლიმატის შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებას აპირებს

🔴 მედია წერს თუ სად წავა ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს