მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენს კოვიდვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაუტარდა (ვიდეო)

ბაიდენმა ვაქცინაცია ჩაიტარა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა კოვიდვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაიტარა. მას Pfizer/ BioNTech -ის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ერთ კვირაში ბაიდენს განმეორებით აცრას ჩაუტარებენ. კორონავირუსის ვაქცინა მისმა ცოლმაც გაიკეთა. პროცედურა დელავერის შტატის კლინიკა ChristianaCare-ში ჩატარდა და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მომავალ კვირას Covid 19-ის საწინააღმდეგო აცრას არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე ჩაიტარებენ.

ცნობისთვის, კომპანია Pfizer/ BioNTech-ის ვაქცინა აშშ-ში ოფიციალურად 12 დეკემბერს დარეგისტრირდა. 18 დეკემბერს კი რეგისტრაცია კომოპანია Moderna-ს ვაქცინამაც გაიარა. ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ 2021 წლის თებერვლის ბოლომდე აშშ-ში კოვიდვაქცინაცია 100 მლნ ადამიანს ჩაუტარდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 თურქმენეთი Covid 19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შეძენას გეგმავს

🔆 თურქეთში კორონავირუსის ჩინური ვაქცინის გამოყენებას იწყებენ