მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში კორონავირუსის ჩინური ვაქცინის გამოყენებას იწყებენ

თურქეთში ჩინური ვაქცინა ჩააქვთ

თურქეთში სავარაუდოდ ამ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინას ჩაიტანენ. ინფორმაციას hurriyetdailynews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათი რაოდენობა 3 მილიონამდე იქნება. დამატებით თურქეთმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება ჩინური ვაქცინის 50 მილიონამდე დოზის შესყიდვის შესახებ.

თურქეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინური ვაქცინა მომდევნო დღეების განმავლობაში შევა ქვეყანაში.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ჩინურ ვაქცინას თურქეთში არაუგვიანეს 24 დეკემბრამდე შემიტანენ. მისივე განცხადებით, ვაქცინაცია 2021 წლის პირველ კვირაში დაიწყება.

ვაქცინაციის პროგრამაში არ შევა ორსული ქალები, 18 წლამდე ასაკის ადამიანები და ისინი, ვინც ვირუსისგან გამოჯანმრთელდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში კოვიდინფიცირების ზრდის გამო დაწესებულია კომენდანტის საათი. ქვეყანაში კომენდანტის საათის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 2 მლნ-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 18 ათასზე მეტი პაციენტი, ხოლო 1 მლნ-ზე მეტმა ვირუსის დამარცხება შეძლო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

კანადა კორონავირუსის ახალი შტამის გამო დიდ ბრიტანეთთან ფრენებს აჩერებს

ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ განცხადებას აკეთებს