მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქმენეთი Covid 19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შეძენას გეგმავს

თურქმენეთი რუსულ ვაქცინას შეიძენს

თურქმენეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V”-ს შეძენას გეგმავს. ამასთანავე, ქვეყანაში დღემდე ოფიციალურად Covid 19-ით ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

მოსკოვმა აშხაბადს 50 ათასი ტესტ-სისტემა უსასყიდლოდ გადასცა. გარდა ამისა, თურქმენეთმა რუსეთის ფედერაციისგან 8 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთი საკუთარ ტერიტორიაზე კორონავირუსის ფაქტების არსებობას უარყოფს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საავადმყოფოები გადავსებულია, გაზრდილია სიკვდილიანობა, მოქმედებს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქმენეთიდან ამ ორგანიზაციას COVID 19-ზე დამოუკიდებელი ანალიზისთვის არც ერთი სინჯი არ მიუღია.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

🔆 თურქეთში კორონავირუსის ჩინური ვაქცინის გამოყენებას იწყებენ