მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთის სანაპიროსთან ტრაილერების 30კმ-იანი რიგი შეიქმნა (ვიდეო)

ტრაილერების ნაკადი დიდ ბრიტანეთში

ბრიტანეთის სანაპიროსთან ტრაილერების უზარმაზარი, 30 კილომეტრიანი რიგი შეიქმნა, ვინაიდან ისინი საფრანგეთში გამგზავრებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება. 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემდეგ ევროკავშირმა ბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა. სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შობის წინა დღეებში ტვირთების გადატანის მხრივ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას.

ევროპული ქვეყნების ლიდერები საგანგებო შეხვედრას ამზადებენ, რათა არსებულ მდგომარეობაში დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნის საკითხი განიხილონ. ერთ-ერთ ვარიანტად ევროპულ სახელმწიფოებში დიდი ბრიტანეთიდან ჩასვლის შემდეგ კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება სახელდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკვე განაცხადა, რომ ბრიტანეთში არც საკვების, არც სხვა პროდუქტების მხრივ არანაირი პრობლემები არ შეიქმნება და ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები პროდუქტების მხოლოდ მცირე პროცენტს შეეხება.

იხილეთ აგრეთვე:

♻️ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე აკრძალვები ფართოვდება

♻️ BioNTech აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება 6 კვირაში შეუძლია