მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BioNTech აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება 6 კვირაში შეუძლია

თურქი წარმოშობის გერმანელი მეცნიერი

BioNTech– ის ხელმძღვანელი მეცნიერი, უგურ საჰინი აცხადებს, რომ კომპანიას არსებული ტექნოლოგიის გამოყენებით შეუძლია კოვიდ 19-ის მუტაციის საწინააღმდეგოდ ახალი ვაქცინა 6 კვირის განმავლობაში შექმნას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელი, მეცნიერი საჰინი ფიქრობს, რომ ის ვაქცინა, რომელიც უკვე შექმნილია ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც ინგლისის ზოგიერთ ნაწილში უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობეს, დიდი ბრიტანეთის მეცნიერები კი დეტალურ კვლევებს ატარებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

🔴 „2 იანვრამდე ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ“ - აკაკი ზოიძე

🔴 BBC: რამდენად საშიშია Covid-ის ახალი შტამი?

🔴 როდის იქნება შესაძლებელი კორონავირუსის სრულად გაკონტროლება? - Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელი განმარტებას აკეთებს