მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი ჩინური ვაქცინის გაკეთებას გეგმავს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

ვაქცინაციით ერდოღანმა უნდა აჩვენოს მოსახლეობას, რომ მისი გაკეთება უსაფრთხოა და რომ მოსახლეობამ COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრა უნდა ჩაიტაროს.

„ვაქცინაციას პარასკევის ლოცვის შემდეგ ჩავიტარებ. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ საკითხს გაგებით მოეკიდოს“ - განაცხადა ერდოღანმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში 27 დეკემბერს ჩინური წარმოების ვაქცინის პირველი პარტია ჩავა. 2021 წლის დასაწყისში კი თურქეთში პრეპარატის რამდენიმე მილიონი დოზის ჩატანა იგეგმება.

თურქეთში კოვიდვაქცინაცია სავალდებულო არ არის, ამიტომ ხელისუფლება აქტიურად მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ვაქცინა აუცილებლად გაიკეთოს.

ერდოღანმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, რომ ახალი წლის დღეებში მასიური თავშეყრის მოწყობისგან თავი შეიკავოს და რომ ეს საკითხი მკაცრად გაკონტროლდება.

პანდემიის დაწყებიდან თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 2,100,712 შემთხვევაა დაფიქსირებული. 19,115 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

💱 თურქეთში კორონავირუსის ჩინური ვაქცინის გამოყენებას იწყებენ

💱 ბაიდენს კოვიდვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაუტარდა (ვიდეო)