მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანმა ვაშინგტონში მომხდარ მოვლენებს „კაცობრიობისთვის შოკი“ უწოდა

ერდოღანი აშშ-ზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონში 6 იანვარს მომხდარ ინციდენტს „კაცობრიობისთვის შოკი“ უწოდა. ამის შესახებ hurriyetdailynews.com იუწყება. 

„აშშ-ში, რომელსაც დემოკრატიის აკვანს უწოდებენ, ეს პროცესი მთელი კაცობრიობისთვის შოკი იყო“ - განაცხადა ერდოღანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესი, რომელიც 20 იანვარს უნდა დასრულდეს, მშვიდად ჩაივლის.

ერდოღანმა ვაშინგტონში დაღუპულთა ნათესავებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

ცნობისთვის, 6 იანვარს დონალდ ტრამპის რამდენიმე ასეული მომხრე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა, სადაც კონგრესის სხდომა მიმდინარეობდა.

ამ სხდომაზე 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცეს. კაპიტოლიუმის დაცვასთან შეტაკების დროს 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დააკავეს. კონგრესის "დემოკრატმა" და "რესპუბლიკელმა" წევრებმა თავდასხმა დაგმეს და მას „გადატრიალების მცდელობა“, „ტერორისტული აქტი“ და „ნაციონალური სირცხვილი“ უწოდეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ბაიდენი: ტრამპი აშშ-ში შიდა ტერორიზმს ხელს უწყობს

🔅 „ბაიდენმა არჩევნები მოიგო და შედეგების შეცვლა წარუმატებელი იქნება“ - კინზინგერი