მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანმა სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ერდოღანი სომხეთზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

„ჩვენ ნებისმიერი გადატრიალების წინააღმდეგები ვართ. სამხედროების მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა არის მიუღებელი“ - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ხალხის მიერ გამოხატული ნების საფუძველზე უნდა ხდებოდეს.

მანამდე სომხეთში 25 თებერვალს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაგმო.

მისი თქმით, ანკარა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ძალაუფლების ხელში ჩაგდების წინააღმდეგია. „მიუღებელია, რომ სამხედროებმა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაამხონ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ როგორც გადატრიალების მცდელობას, ასევე მთავრობის გადადგომისკენ სამხედროების მოწოდებებს“ - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იხილეთ ასევე:

🔰 ალიევი: საქართველოს შეუძლია ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს

🔰 თურქეთმა სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო