მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანი ახალ ბირთვულ ობიექტს აშენებს

ირანის ახალი ბირთვული ობიექტი

ირანი მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე, რომელიც ფორდოში მდებარეობს, ახალი ობიექტის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ  cbsnews.com იუწყება. 

ახალი ობიექტის დანიშნულება უცნობია. თუმცა ნებისმიერმა აქტივობამ ამ ობიექტზე შეიძლება აშშ - ირანის ურთიერთობები კიდევ უფრო გაართულოს.

თანამგზავრული ფოტოები სააგენტო AP-მა კომპანია Maxar Technologies-გან მიიღო. ეს ობიექტი თეირანიდან 90 კილომეტრში მდებარეობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უკვე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გაფართოების შემთხვევაში ის თეირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.

17 დეკემბერს ირანის პრეზიდენტმა ჰასაჰ რუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აუცილებლად გააუქმებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ და ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ირანის პრეზიდენტი: დარწმუნებული ვარ, რომ აშშ სანქციებს გაგვიუქმებს

🔅 ირანის პრეზიდენტი ბედნიერია, რომ აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი აღარ იქნება