მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხორვატიაში 29 დეკემბერს მომხდარ მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა

მიწისძვრის შედეგები ხორვატიაში

ხორვატიაში 29 დეკემბერს მომხდარი 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა.  ამის შესახებ nytimes.com იუწყება. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პეტრინიაში მდებარეობდა. იქ, ძირითადად, ძველი შენობები დაზიანდა. ვრცელდება ინფორმაცია ბევრი დაშავებულის შესახებ.

მიწისძვრა სლოვენიაში და სერბეთშიც იგრძნობოდა. სლოვენიაში მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ უსაფრთხოების მიზნით ატომური ელექტროსადგური გამორთეს.

ხორვატიის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება. მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე „აფთერშოკი“, ანუ უფრო მცირე სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ხორვატიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოხატეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

ხორვატიაში წელს მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 2020 წლის მარტში მომხდარ მიწისძვრასაც მსხვერპლი მოჰყვა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი (ვიდეო)

🔅 ხორვატიაში მიწისძვრა მოხდა