მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი (ვიდეო)

მიწისძვრა ხორვატიაში

ხორვატიაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი  ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებიდან 50 კმ-ში მდებარეობდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ პეტრინიაში შენობის ჩამონგრევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ბევრი ადამიანია დაშავებული. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, ვინაიდან ბევრი მათგანი ნანგრევებში რჩება.

მიწისძვრა მეზობელ სლოვენიაშიც იგრძნობოდა. იქ ქვეყანაში არსებული ერთადერთი ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოების მიზნით გააჩერეს.

28 დეკემბერს ხორვატიაში ასევე მოხდა მიწისძვრა. მისმა მაგნიტუდამ 5,3 შეადგინა.

იხილეთ აგრეთვე:

💰 ხორვატიაში მიწისძვრა მოხდა

💰 სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა (ვიდეო)