მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონგოში თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი მოკლეს

თავდასხმა კონგოში

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ისლამისტმა „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

თავდასხმა სოფელ მვენდაზე მოხდა. თავდამსხმელები ადგილობრივებს ცეცხლსასროლი იარაღით და მაჩეტეებით გაუსწორდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმა, სავარაუდოდ, მეზობელი უგანდის ტერიტორიაზე მოქმედმა „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა ძალებმა“ მოაწყვეს. ანალოგიური თავდასხმა კონგოს ერთ-ერთ სოფელზე გასულ კვირასაც მოხდა. მაშინ 17 ადამიანი დაიღუპა.

გაეროს ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მხოლოდ ამ დაჯგუფებამ კონგოში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. კონგოს არმია და გაეროს სამშვიდობო ძალები ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციებს ახორციელებენ, თუმცა ამან სასურველი შედეგი ჯერ ვერ მოიტანა.

კონგოს, უგანდის, რუანდის და ბურუნდის საზღვარზე დღესაც მოქმედებენ ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც იქ კონგოში მიმდინარე სამოქალაქო ომის შემდეგ დარჩნენ. გაერო ეჭვობს, რომ „გაერთიანებულ დემოკრატიულ ძალებს“„ისლამურ სახელმწიფოსთან“ აქვს კავშირი, თუმცა ეს ფაქტი ამ დრომდე არ დადასტურებულა.

იხილეთ აგრეთვე:

📢 ნიგერში ისლამისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

📢 ნიგერიაში სამხედროებმა 20 „ბოევიკი“ მოკლეს