მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ახალი შტამი ესპანეთში აღმოაჩინეს

ახალი შტამი ესპანეთში

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მანამდე დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, ახლა ესპანეთში აღმოაჩინეს. ამის შესახებ  wionews.com იუწყება. 

მადრიდში ახალი შტამის სულ მცირე 4 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა ანტონიო საპატერომ განაცხადა. „დაფიქსირდა ბრიტანული შტამის 4 შემთხვევა და კიდევ 3 საეჭვო ფაქტი“ - განაცხადა მან.

საპატერომ ასევე აღნიშნა, რომ ახალი შტამის პირველი შემთხვევა დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ ადამიანს დაუფიქსირდა. დაავადება დაახლოებით იგივე სიმძიმისაა, რაც აქამდე ცნობილი კორონავირუსის შემთხვევაში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი, მუტირებული შტამი აღმოაჩინეს, რომელიც სხვებზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ კორონავირუსის ახალი ფორმა 70%-ით უფრო გადამდებია.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო რამდენიმე ქვეყანამ მასთან სატრანსპორტო მიმოსვლა შეაჩერა.

იხილეთ აგრეთვე:

💰 მალაიზიაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

💰 კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი ეკვადორში აღმოაჩინეს