მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მალაიზიაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

ახალი შტამი მალაიზიაში

მალაიზიაში COVID19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნურ ჰიშამ აბდულამ განაცხადა. ინფორმაციას  straitstimes.com ავრცელებს. 

„ჯერჯერობით ვირუსის კლინიკური მხარე ბოლომდე დადგენილი არ არის. უცნობია, არის თუ არა ის უფრო აგრესიული ან ადვილად გადამდები“ - განაცხადა აბდულამ.

მან ასევე დაამატა, რომ მალაიზია ამჟამად ვაქცინის რეგისტრაციაზე და მის შემოტანაზე მუშაობს, რათა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს. მალაიზიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაცია მარტში იგეგმება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ნიდერლანდებში, სინგაპურში, ავსტრალიაში და სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს.

იხილეთ აგრეთვე:

💢 კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი ეკვადორში აღმოაჩინეს

💢 BioNTech აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება 6 კვირაში შეუძლია