მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

კორონავირუსის ახალი შტამი

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო მოსახლეობისთვის კვლავ შეზღუდვები დაწესდა, რომლების შობაზეც იმოქმედებს. ამავე მიზეზით ევროპულმა ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა დახურეს. ამის შესახებ „BBC“ იუწყება. 

მეცნიერები ცდილობენ გაერკვნენ, თუ როგორ გადაიქცა ვირუსის ეს შტამი საკმაოდ უმნიშვნელოდან, დიდ ბრიტანეთში ვირუსის ყველაზე გავრცელებულ ფორმაში?

კვლევები საწყის ფაზაშია და საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსის ახალი შტამი აქამდე არსებულ სახეობებზე უფრო გადამდებია, მხოლოდ მოსაზრებაა.

ყველა ვირუსის მუდმივად მუტაციას განიცდის, შესაბამისად მასზე დაკვირვებაა აუცილებელი - წერს BBC-ის სტატიის ავტორი.

მაშ რატომ იწვევს ვირუსის ახალი შტამი ექიმების შეშფოთებას? საქმე იმაშია, რომ მასში მუტაციის ახალი ფორმა აღმოაჩინეს, რაც ა) ეს შტამი ვირუსის სხვა სახეობებს სწრაფად ანაცვლებს, ბ) მუტაცია ვირუსს უფრო მეტად ცვლის, ვიდრე აქამდე ცნობილი კორონავირუსის მუტაცია, 3) ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ მუტირებულ ვირუსს ადამიანის უჯრედების უფრო მეტად ინფიცირების შესაძლებლობა აქვს.

შესაბამისად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი უფრო მარტივად ვრცელდება.

მისი „ხასიათის“ ზუსტი დადგენისთვის თვეებია საჭირო. გამორიცხული არ არის, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელება იმას უკავშირდებოდეს, რომ ის უბრალოდ „სწორ დროს და სწორ ადგილას“ მოხვდა.

პირველად კორონავირუსის ახალი შტამი სექტემბერში აღმოაჩინეს. ნოემბერში ლონდონში ყველა ინფიცირებულის მეოთხედი ახალი შტამით იყო დაავადებული, ხოლო დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მათმა რაოდენობამ ორ მესამედს მიაღწია.

ჯერჯერობით მეცნიერებმა ისიც კი ვერ დაადგინეს, საიდან გაჩნდა ვირუსის ახალი შტამი, ერთი ვერსიით, ის თავად ბრიტანეთში გაჩნდა, ხოლო მეორე ვერსიით ის დიდ ბრიტანეთში ისეთი ქვეყნიდან შეიტანეს, სადაც ვირუსებზე დაკვირვების შესაძლებლობა ბევრად დაბალია.

ანალოგიური ტიპის კორონავირუსები მეცნიერებმა დანიაში, ავსტრალიაში და სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. ამ ქვეყნებში ვირუსის ეს სახეობა დიდი ბრიტანეთიდან ჩაიტანეს.

პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსმა საერთო ჯამში ათზე მეტი მეცნიერებისთვის ცნობილი მუტაცია განიცადა. თუმცა დიდი ბრიტანეთის შტამმა მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 კანადა კორონავირუსის ახალი შტამის გამო დიდ ბრიტანეთთან ფრენებს აჩერებს

🔴 ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ განცხადებას აკეთებს