პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება.
მომხდართან დაკავშირებით, ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარემ ადნან დახერმა განაცხადა, რომ ვაქცინირებულმა დეპუტატებმა სპეციალურ საიტზე რეგისტრაცია გაიარეს და უბრალოდ მათი რიგი დადგა.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სარაჯ კუმარ ჯამ განაცხადა, რომ ეს ფაქტი მსოფლიო ბანკსა და ლიბანს შორის თანამშრომლობის პირობების დარღვევაა და ამ ორგანიზაციამ შესაძლოა დაფინანსება შეაჩეროს. მსოფლიო ბანკმა ლიბანს ვაქცინაციისთვის 34 მლნ დოლარი გამოუყო, რითიც კომპანია Pfizer-ის ვაქცინის 60 ათასი დოზა იყო შეძენილი.
იხილეთ აგრეთვე:
🔅 მოქალაქეების ორი კლასი - ევროპაში ვაქცინის პასპორტის შექმნას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა
🔅 დიმიტრი ხუნდაძე: ვაქცინების არასამართლიანი გადანაწილება მოხდა
„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.
„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო. დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ განაცხადა.
საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ლესბოსელ წყვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.