მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მასკმა პუტინი Clubhouse-ში სასაუბროდ მიიწვია

ილონ მასკი

კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი Clubhouse-ში სასაუბროდ მიიწვია. ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ეს საინტერესო წინადადებაა, მაგრამ ვლადიმერ პუტინი სოციალურ ქსელებს არ იყენებს. „ამ სიტუაციაში გარკვევაა აუცილებელი. მთლიანობაში ეს საინტერესო წინადადებაა, მაგრამ პრეზიდენტი პუტინი სოციალურ ქსელებს არ იყენებს“ - განაცხადა პესკოვმა.

სოციალური ქსელი Clubhouse 2020 წელს შეიქმნა. მისი მფლობელი კომპანია Alpha Exploatation Co-ია. სოცქსელში ურთიერთობა აუდიო შეტყობინებების ფორმატშია შესაძლებელი, ხოლო დარეგისტრირება მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილის მოწვევით შეიძლება.

იხილეთ ასევე:

🔅 პუტინი რუსული ვაქცინის გაკეთებისგან, დროებით თავს იკავებს

🔅 ილონ მასკი დედამიწის ორბიტაზე წელს კოსმოსურ ტურისტებს გაუშვებს