მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვში ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე დააკავეს (ვიდეო)

რუსი ჟურნალისტი

მოსკოვში, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი და ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

ადგილობრივი გამოცემების თანახმად, იგი მალევე გაათავისუფლეს.

მოსკოვის ცენტრში არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის გამო ჯამში 70 ადამიანი დააკავეს.

ქვეყნის მასშტაბით, არასანქცირებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს აგრეთვე ირკუტსკში, ნოვოსიბირსკში, ტომსშკი, ულან-უდეში, იუჟნო-სახალინსკეში, მაგადანსა და კრასნოიარსკში.

აქციის ათეულობით მონაწილე დააკავეს, ასევე, ხაბაროვსკსა და ვლადივასტოკში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები 23 იანვარს დაიწყო. მაშინ აქციებზე სამართალდამცველებმა 3 500-მდე მონაწილე დააკავეს.

აგრეთვე წიაკითხეთ:

კრემლი ნავალნის 13 წლით ციხეში ჩასმას გეგმავს - Bloomberg

ნავალნის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეთა დაკავებას ჩხუბი მოჰყვა (ვიდეო)

„პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო (ვიდეო)