მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: უმჯობესია სომხეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს

ფაშინიანი კონსტიტუციის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ 2015 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომელიც ძალაში 2018 წელს შევიდა, ბევრ ხარვეზს შეიცავს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს. 

ამის შესახებ ფაშინიანმა ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ახალი კონსტიტუციის შექმნაზე. ამის თაობაზე ოქტომბერში რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ერთ-ერთი ვარიანტია სომხეთის გადასვლა ნახევრად საპრეზიდენტო პოლიტიკურ მოდელზე. ეს საკითხი პარლამენტთან, მთავრობასთან, პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად უნდა გადაწყდეს.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ზოგიერთი დებულების შეცვლა პარლამენტის გადაწყვეტილებებითაც შეიძლება და ამაზე სომხეთის ეროვნულ კრებაში მუშაობა გაიმართება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ფაშინიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დათანხმდნენ

🔅 თურქეთმა სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო