მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პორტუგალია პანდემიის საშინელ ფაზაში იმყოფება - ქვეყნის პრემიერი

კორონავირუსი პორტუგალიაში

პორტუგალია კორონავირუსის პანდემიის საშინელ ფაზაში იმყოფება - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანტონია კოშტამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

კოშტას თქმით, სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი. „რამდენიმე კვირა საშინელი სიტუაცია გვექნება, ვიმეორებ - ცუდი არა, საშინელი“ - განაცხადა კოშტამ.

Reuters-ის ცნობით, პორტუგალიის საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილები არ არის, ამის გამო ქვეყნის უდიდეს საავადმყოფოებთან სასწრაფო დახმარების მანქანების რიგები დგას, რომლებსაც იქ პაციენტები ვერ მიჰყავთ.

პორტუგალიაში პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ის 668 961 შემთხვევა დაფიქსირდა. 11 305 ადამიანი გარდაიცვალა. 27 იანვარს დღე-ღამეში გარდაცვალების 293 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

ასევე ნახეთ:

გახარია: შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ

პრემიერი: 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია