მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს და გერმანიის როლების გათანაბრების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

პუტინის ახალი ინიციატივა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას დაავალა მოამზადოს კანონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს და გერმანიის როლების გათანაბრებას აკრძალავს. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება პუტინმა კულტურის და ხელოვნების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მიიღო. ასეთი ინიციატივით ჯერ კიდევ 2020 წელს სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი ელენა იამპოლსკაია გამოვიდა. მან განაცხადა, რომ რუსეთში იბეჭდება წიგნები, სადაც სსრკ-ს და ნაცისტური გერმანიის ქმედებები გაიგივებულია და ზოგიერთი წიგნი პოპულარულია ახალგაზრდებში.

პუტინმა მანამდე რამდენჯერმე განაცხადა, რომ სტალინს, დასავლელი ლიდერებისგან განსხვავებით, ჰიტლერთან არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.

„სტალინი იყო ტირანი, მაგრამ ჰიტლერთან პირდაპირ კონტაქტებში ის შემჩნეული არ იყო. არ არსებობს არც ერთ საბუთზე ხელმოწერა „სტალინი-ჰიტლერი“. აი დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრებთან ჰიტლერს აქვს ხელმოწერილი დოკუმენტები“ - განაცხადა პუტინმა.

ისტორიის შეცვლის მცდელობებში პუტინმა რამდენჯერმე დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა, რომლებიც, მისი აზრით, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში ნაცისტურ გერმანიას და სსრკ-ს თანაბრად ადანაშაულებენ.

ასევე წაიკითხეთ:

📺 პუტინი: იმ ფილმში ნახსენები ქონება არც მე, არც ჩემს ნათესავებს არ ეკუთვნის (ვიდეო)

📺 ნავალნის ფონდმა პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო (ვიდეო)