მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა ჰეკერებმა Microsoft-ის სერვერზე შეაღწიეს

კიბერშეტევა მაიკროსოფტზე

რუსმა ჰაკერებმა Microsoft cloud-ის კლიენტთა მონაცემები მოიპარეს. ამის შესახებ New York Times იუწყება.  

გამოცემის წყაროს ცნობით ჰაკერებმა სულ მცირე ერთი კერძო კომპანიის ელექტრონულ წერილებზე წვდომა მოიპოვეს. აშშ-ში დარწმუნებულები არიან, რომ რუსი ჰაკერების უკან რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები დგანან.

24 ოქტომბერს რუსმა ჰაკერებმა კომპანია CrowdStrike Holdings-ის ელექტრონული მიმოწერის მოპარვა სცადეს. კიბერშეტევის შესახებ ფირმამ Microsoft-გან შეტყობინება მიიღო. სერვერზე შესასვლელად ჰაკერებმა პროგრამა Microsoft Azure გამოიყენეს.

Microsoft Corporation — მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციაა, რომლის სათავო ოფისი რედმონდში მდებარეობს. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებზე და კერძო კომპანიებზე მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელეს. ვაშინგტონი ამას ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევას უწოდებს. მოსკოვი ამ ფაქტთან კავშირს უარყოფს.

იხილეთ აგრეთვე:

♻️ ბაიდენი: აშშ-ზე კიბერშეტევები უპასუხოდ არ დარჩება

♻️ რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელეს