მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა კოლუმბიელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

რუსეთიდან დიპლომატები გააძევეს

რუსეთმა ორი კოლუმბიელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ორივე რუსეთში კოლუმბიის საელჩოს თანამშრომელია.  ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კოლუმბიიდან ორი რუსი დიპლომატის გამოძევების საპასუხოდ მოხდა. „კოლუმბიის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს არ შეესაბამება“ - განაცხადეს სერგეი ლავროვის უწყებაში.

კოლუმბიიდან რუსი დიპლომატების გამოძევების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ იყო მიღებული. კოლუმბიური გაზეთი El Tiempo-ს ინფორმაციით, ეს პირები ჯაშუშობით იყვნენ დაკავებულები. ისინი სამხედრო და ეკონომიკური ხასიათის სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდნენ და გარკვეული პირების გადმობირებით იყვნენ დაკავებულები.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 რუსეთმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

🔱 აშშ რუსეთში საკონსულოებს ხურავს