მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის ექაუნთი დაბლოკა

ტვიტერმა აიათოლა დაბლოკა

მიკრობლოგების სერვერმა Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის ექაუნთი დაბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამენეიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის მუქარად ჩაითვალა. ამის შესახებ www.npr.org იუწყება. 

ნახატზე გამოსახული იყო კაცი, რომელიც ტრამპს ჰგავს და რომელიც გოლფს თამაშობს. მის თავზე კი საფრენი აპარატის გამოსახულებაა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ ეს „ტვიტი“ სხვა ადამიანისთვის მუქარად შეაფასეს. ამის გამო ექაუნთი @khamenei_site დაიბლოკა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აიათოლას ეს „ტვიტი“ გენერალ სულეიმანის მკვლელობაზე რეაქცია იყო. მისი დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა. ირანელი გენერლის წინააღმდეგ ჩატარებული ამ სპეცოპერაციის ინიციატორი ტრამპი იყო. ირანის ხელისუფლება ამერიკელ სამხედროებს შურისძიებით რამდენჯერმე დაემუქრა.

რამდენიმე დღის წინ Twitter-მა თავად ტრამპის და მისი მომხრეების ექაუნთები დაბლოკა,რადგანაც მათი მეშვეობით უკანონო ქმედებებისკენ მოწოდებები ვრცელდებოდა. მსგავს ქმედებებს კი 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარი ტრაგედია მოჰყვა, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ აგრეთვე:

♻️ ირანმა ტრამპს და პომპეოს სანქციები დაუწესა

♻️ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა (ვიდეო)