მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 527 ინფიცირება, 1 282 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შტამი
1609397805
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 282 გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ჯამში 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 211 727 გამოჯანმრთელებულია.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 ტესტი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔱საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

🔱საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა მარტში დაიწყოს

🔱ჰოსპიტალური სექტორისთვის დიდი შეღავათია პაციენტების ნაკადების შემცირება - თამარ გაბუნია