მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

918 თბილისი, 130 სამეგრელო - ზემო სვანეთი - ეპიდვითარება რეგიონებში

სუფთა ჰაერი
1619593166
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 487 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 609 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.63%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

👉 თბილისი - 918

👉 აჭარა - 121

👉 იმერეთი - 101

👉 ქვემო ქართლი - 82

👉 შიდა ქართლი - 69

👉 გურია - 32

👉 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130

👉 კახეთი - 48

👉 მცხეთა-მთიანეთი - 35

👉 სამცხე-ჯავახეთი - 12

👉 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 14 482, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 732 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 156 პირი.

707 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 9 995 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 532 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 888 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 221 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ჩინური ვაქცინით 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

„წელს ქვეყანაში ვაქცინაცია საერთო სახალხო მოძრაობად უნდა იქცეს“- ამირან გამყრელიძე

„საშუალებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აიცრან ჩინური ვაქცინით“ - ეკატერინე ტიკარაძე