მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საშუალებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აიცრან ჩინური ვაქცინით“ - ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
1619512235
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით აცრა 18 წელს ზემოთ მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება.

„საშუალებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აიცრან ჩინური ვაქცინით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის ცენტრებს 78 ობიექტი ემატება და ქვეყანაში ვაქცინაცია ჯამში 138 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდება.

როგორც მან განმარტა, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა უსაფრთხოა.

„29 აპრილს გაიმართება დამატებითი სხდომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ „სინოფარმთან“ დაკავშირებით, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არაერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ინფორმაცია, რომ „სინოფარმი“ არის უსაფრთხო“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 15 მარტიდან დაიწყო.

ამ დროისთვის ვაქცინაცია ქვეყანაში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით“ მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ჩინური ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია იწყება

„79%-ით ეფექტიანობა ნიშნავს, რომ „სინოფარმი“ ყოველი 5 აცრილიდან 4-ს დაიცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

Pfizer-ის COVID 19-ის საწინააღმდეგო აბი შესაძლოა, წლის ბოლოს ხელმისაწვდომი იყოს