მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წელს ქვეყანაში ვაქცინაცია საერთო სახალხო მოძრაობად უნდა იქცეს“- ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1619532286
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აცრის გარეშე პანდემია არ დასრულდება.

„აცრის გარეშე ეპიდემია ჩვენთან არ დასრულდება. ამიტომ წელს ქვეყანაში ეს უნდა იქცეს საერთო სახალხო მოძრაობად. ამაზე დიდი პრიორიტეტი არ უნდა იყოს. ვაქცინაცია დაასრულებს იმას, რომ აღარ დაგვეღუპებიან ადამიანები, პირდაპირ მშურს ისრაელის, რომელმაც ამ სამი დღის წინ გამოაცხადა, რომ 10 თვის განმავლობაში პირველი დღე ჰქონდათ, როცა ისრაელში კოვიდით ადამიანი არ გარდაცვლილა.

ძალიან მინდა მეც, რომ საქართველოში დადგეს დღე, როდესაც კოვიდით ადამიანი აღარ დაგვეღუპება. ამას გააკეთებს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია და პრევენციული ღონისძიებების დაცვა. ამიტომ აქ საზოგადოება უნდა ვიყოთ ერთიანი და ერთად ვიაროთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 542-მა ადამიანმა გაიკეთა.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 40 095 აცრა ჩატარდა, მათგან 2 დოზით აცრილია 3622 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„საშუალებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აიცრან ჩინური ვაქცინით“ - ეკატერინე ტიკარაძე

✔️ირაკლი ღარიბაშვილი: Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ