COVID-19

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე

„დღეისათვის ჯანდაცვის სისტემას პაციენტის მიღების საშუალება არ გააჩნია“
1634575520
დაკოპირებულია

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მასობრივი თავშეყრები, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად იმართება.

„მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. არ მესმის იმ ადამიანების ფსიქოლოგია, რომელიც საკლასო ოთახში შედის და არ არის აცრილი. რეანიმაციაში ადამიანები იხოცებიან წარმოუდგენელი, საშინელი სიკვდილით. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ამიტომ აუცილებელია ვაქცინაცია.

ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს - სოციალური პასუხისმგებლობა, რაც არის ნიღაბი, დისტანცია და არავითარი ასეთი მასობრივი შეხვედრები, რომლებიც გაიმართა, ამის შედეგებს, როგორც იტყვიან, წიწილებს, ცოტა ხანში დავითვლით. ასევე აცრა, აცრა და აცრა, იმ არგუმენტს ვერ მივიღებ, რომ აცრილი ვიყავი და დამემართა, მეც დამემართა და ძალიან მსუბუქად გადავიტანე.

საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის დაუწერელი კანონი, რომელიც დაწერილია შავით თეთრზე, ვერაფერს ვერ შეასრულებს სახელმწიფო სამსახურები თუ მას გვერდით არ დაუდგა საზოგადოება და ესენი სინქრონში ერთად არ იბრძოლებენ ამ ეპიდემიის წინააღმდეგ“, - აცხადებს დევი ტაბიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
„დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 
1642506217
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში, იმის შესახებ ისაუბრა თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი.
1642499801
ევროპარლამენტის ზამთრის სესიის პირველი პლენარული სხდომა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებით გაიხსნა, სადაც  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ლევან ქარუმიძესთან ერთად, იმყოფებოდა.
1642523788
„წაკითხული მაქვს ნიურნბერგის პროცესის შესახებ მასალები, სტატიები ამა თუ იმ მკვლელის, მანიაკისა და დიქტატორის შესახებ და არსად შემხვედრია მათი ადვოკატების მოთხოვნა დამნაშავე, რომლის ბრალეულობა არამც თუ სასამართლომ დაამტკიცა, არამედ საზოგადოება უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ედავება, დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
1642523197
ფეისბუკმომხმარებელი ნინო ფოჩხუა

მორალისგან და სინდისისგან როგორი დაცლილი უნდა იყო, თან იურისტი, გაუბედ...

„არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვიკეთებს უსინდისო ადამიანთა ჯგუფი“, - ასე ეხმიანება Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
„ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის შეფასებებს“ - კარლ ჰარც...
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, დიპლომატიური ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის შეფასებებს ელოდება. 
ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს და რ...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, იულიან  კიფუს და  რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.
„ეს შეიძლება იყოს აგრესიის დასაწყისი“ - სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.