მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციურის ყოფილი დირექტორი
1634551782
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის ეთერში“ გაუარესებულ ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ანტივაქსერები მძლავრობენ, თუმცა, ვაქცინის ასეთ ვარდნას არ ელოდა.

„ძალიან თვალსაჩინო ის მიზეზები, რამაც ეპიდსიტუაციის გაუარესება განაპირობა. ეს არის ვაქცინაციის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელი, პარალელურად, უარი პირბადის ტარებასა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავებაზე: ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, შეხვედრები, და ამას დაემატა კიდევ უფრო დიდი თავყრილობები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. მთლიანი მოსახლეობის 20%-ია სრულად აცრილი, მოზრდილ მოსახლეობის კი 30%.

მოველოდი, რომ საქართველოში ვაქცინაცია ნელა წავიდოდა, რადგან ანტივაქსერები მძლავრობენ, მაგრამ ამას, რაც მოხდა, არ ველოდი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ჯამში საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ ვიყოთ, დღეში 4-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა.

მისი თქმით, ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

„ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი. გვაქვს ვაქცინების განუსაზღვრელი რაოდენობის და თან საუკეთესო ვაქცინები, უკიდურესად ხელმისაწვდომია იმუნიზაციის ქსელი. 500-ზე მეტი ვაქცინაციის ცენტრი მოქმედებს, ასევე, მოძრავი ავტობუსები, სადაც შეგიძლია აიცრა, ამცრელი ბრიგადები მუშაობენ რეგიონებში, ბინებზე მიდიან.

ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ამ დროს გვაქვს ძალიან მაღალი რიცხვი ახალი ინფექციების, მეორე ადგილზე ვართ ევროპაში მონტენეგროს შემდეგ და ამავდროულად, შედარებით დაბალი პროცენტი გვაქვს სიკვდილიანობის. ამას ვინარჩუნებთ კლინიკური სექტორის უკიდურესად დაძაბული და როგორც ირკვევა გამართული, სწორი მუშაობის შედეგად“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის დაბალი ტემპი, ზიანის მომტანია ეკონომიკისთვისაც და ნორმალურ ცხოვრებას სულ უფრო მეტად გვაშორებს.

„ასეთ პირობებში, როდესაც ამდენი შემთხვევაა და ყველა ამაზე წუხს, ამ დროს ასაცრელად მოდის 4 ათასი ადამიანი. აღნიშნულიდან უმეტესობა მეორე დოზის გასაკეთებლად მოდის, ასაცრელები კი პრაქტიკულად აღარ მოდიან.

რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია! სარბოლო ჯამში, ეს აზარალებს ქვეყანას. ათეულობით ადამიანის დაკარგვა, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულია. ამასთან, ეს ხომ ძაბავს სიტუაციას ქვეყანაში. ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება! კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოაქვს. ირღვევა ეკონომიკა, რომელიც ძლივს აღორძინდა, კლებულობს შემოსავლები. ეს სიტუაცია ნორმალური ცხოვრებისგან სულ უფრო გვაშორებს“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე