მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გადაივსება საავადმყოფოები და შესაძლოა, დამატებით კლინიკების გახსნა გახდეს საჭირო“ - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი
1642924257
COVID-19

„შესაძლოა, დამატებით კლინიკების გახსნა გახდეს საჭირო“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 

მისი თქმით, მძიმე პაციენტები უნდა მოხვდნენ ჰოსპიტლებში.

„პირველ რიგში დარტყმა მოხდება პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და გაიზრდება მიმართვიანობა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ რგოლის უფრო მეტად გაძლიერება მოხდეს და მეტი გადამზადებული ოჯახის ექიმები გვყავდეს. თუ ვერ გაუძლებს ამბულატორიული სექტორი ამ დატვირთვას, დარტყმა წამოვა ჰოსპიტალურ სექტორზე და გადაივსება საავადმყოფოები. შესაძლოა, დამატებით კლინიკების გახსნა გახდეს საჭირო. მძიმე პაციენტები უნდა მოხვდნენ ჰოსპიტლებში. თუ ამის სწორი ტრიაჟი ვერ მოხერხდა, ეს გამოიწვევს ქაოსს და შესაძლოა, ისეთი რეალობა მივიღოთ, როდესაც მსუბუქი პაციენტების ნაწილი იქნება ჰოსპიტლებში და მძიმე პაციენტები ვერ მოთავსდებიან საავადმყოფოში“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ომიკრონისთვის“ რეინფიცირება დამახასიათებელია, მოსალოდნელია გაორმაგებული ყოველდღიურ ინფიცირებულთა რიცხვი“ - ეპიდემიოლოგები

COVID 19-მა შესაძლოა, დააჩქაროს ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემდგომი განვითარება, როგორიცაა ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადებები - ზაზა წერეთელი

„უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გახდება ავად“ - პაატა იმნაძე

არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად - ბიძინა კულუმბეგოვი

„პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია