მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონისთვის“ რეინფიცირება დამახასიათებელია, მოსალოდნელია გაორმაგებული ყოველდღიურ ინფიცირებულთა რიცხვი“ - ეპიდემიოლოგები

ომიკრონს მოკლე დროში რეინფიცირება ახასიათებს
1642742026
COVID-19

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ და რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის შესახებ ისაუბრეს. 

ეპიდემიოლოგები, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ბუსტერ დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. 

„შემდეგ კვირებში  მოსალოდნელი არის, გაორმაგებული და გასამმაგებული ყოველდღიურ ინფიცირებულთა რიცხვი. ვინაიდან „ომიკრონი“ ხასიათდება - მაღალი კონტაგიოზურობით და რეინფექციების დიდი ალბათობით. საჭიროა ინდივიდუალური საშუალების გაზრდა. ასეთ დროს მეტი დამცველობისთვის საჭიროა 2 ნიღბის გამოყენება ან რესპირატორი“, - აცხადებს ნათია გორდაძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის თქმით,  „ომიკრონს“ მოკლე დროში რეინფიცირება ახასიათებს.

„რეინფიცირების რიცხვმა ბოლო ხანებში იმატა. „ომიკრონ“ ვირუსისთვის რეინფიცირება დამახასიათებელია. გვაქვს სხვადასხვა ტიპის შემთხვევები, როდესაც  2-ჯერ ვაქცინირებული, ასევე,  გადატანილი კვლავ დაინფიცირდა. სავარაუდოდ ეს მოიმატებს „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად და ერთადერთი გამოსავალი არის ბუსტერ დოზა“, - აღნიშნავს ჯავარა უგრეხელიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⚫ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

⚫ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⚫ „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

⚫ „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

⚫ რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება