მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში „სუპერ მწვანე პასპორტის“ შემოღებასა და შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავენ

მწვანე პასპორტი იტალიაში
1637756649
COVID-19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე მთავრობა „სუპერ მწვანე პასპორტის“ შემოღებასა და შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს, - ამის შესახებ bloomberg-ი იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში ისეთ დაწესებულებებში შესვლა, როგორიცაა კინოთეატრები, თეატრები, რესტორნები, მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის იქნება შესაძლებელი. 

იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის მთავრობა უახლოეს დღეებში შეიკრიბება და შეზღუდვების დაწესებასა და „სუპერ მწვანე პასპორტის“ შემოღების შესახებ იმსჯელებს. 

გასულ თვეში იტალიაში ახალი წესები შემოიღეს, რომლებიც ყველა მუშაკს „მწვანე ბარათის“ ფლობას ავალდებულებს. ამ ნაბიჯმა, რომელიც მიზნად ზამთრის წინ ვაქცინაციის წახალისებას ისახავდა, ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო აქციები გამოიწვია. 

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 047 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 67 ადამიანი ემსხვერპლა. 

ქვეყანაში მოსახლეობის 73%-ზე მეტი სრულად არის აცრილი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢  დელტა შტამი ბევრი მუტაციის შემდეგ შესაძლოა „თვითგანადგურებამდე“ მიდიოდეს - იაპონელი მეცნიერები

📢 ხანგრძლივი კოვიდი და მისი რისკები

📢 რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსი ბავშვებში?

📢 „თუ ჩვენზე მეტი იცით, ამერიკიდან ნუ გვედიდგულებით, ჩამობრძანდით“ - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულსა და ნანა გეგეჭკორს მიმართავს