მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დელტა შტამი ბევრი მუტაციის შემდეგ შესაძლოა „თვითგანადგურებამდე“ მიდიოდეს - იაპონელი მეცნიერები

აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ
1637558219
COVID-19

იაპონელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის დელტა შტამი ბევრი მუტაციის შემდეგ შესაძლოა, „თვითგანადგურებამდე“ მიდიოდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას japantimes ავრცელებს. 

მკვლევართა ერთი ჯგუფის აზრით, დელტა ვარიანტმა იზრუნა საკუთარ თავზე „თვითგანადგურების“ აქტით.

სამი თვის განმავლობაში იაპონიაში ყოველდღიურად ინფიცირების 26 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა,  ახალი კი  ბოლო კვირებში ინფექციის რიცხვი 200-მდე დაეცა. 7 ნოემბერს არცერთი სიკვდილი არ დაფიქსირებულა - ეს პირველად მოხდა დაახლოებით 15 თვის განმავლობაში.

ბევრი მკვლევარი მიუთითებს მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რომლებიც მოიცავს ვაქცინაციის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მოწინავე ქვეყნებს შორის, სადაც მცხოვრებლების 75%-ზე მეტი სრულად არის აცრილი. სხვა პოტენციური ფაქტორები არის სოციალური დისტანცირებისა და პირბადის ტარების ზომები, რომლებიც ახლა ღრმად არის ჩანერგილი იაპონურ საზოგადოებაში. 

მაგრამ მთავარი მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკურ ცვლილებებთან, რომლებსაც კორონავირუსი განიცდის რეპროდუქციის დროს, თვეში დაახლოებით ორი მუტაციის ტემპით.

„ვირუსი ცოცხალი და ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, შემთხვევები ნამდვილად გაიზრდებოდა, რადგან პირბადეები და ვაქცინაცია არ აფერხებს გარღვევას ზოგიერთ შემთხვევაში“, - აღნიშნა იტურო ინოუემ.

გენეტიკის ეროვნული ინსტიტუტის პროფესორის, იტურო ინოუეს მიერ შემოთავაზებული პოტენციურად რევოლუციური თეორიის მიხედვით, დელტა ვარიანტმა იაპონიაში დააგროვა ძალიან ბევრი მუტაცია ვირუსის შეცდომის გამომსწორებელ, არასტრუქტურულ ცილაში, სახელად „ენ ეს პი 14“. შედეგად, ვირუსი იბრძოდა შეცდომების დროულად გამოსწორებაზე, რამაც საბოლოოდ „თვითგანადგურებამდე“ მიიყვანა.

კვლევებმა აჩვენა, რომ აზიაში უფრო მეტ ადამიანს აქვს დამცავი ფერმენტი, სახელად APOBEC3A, რომელიც ესხმის რნმ ვირუსებს, მათ შორის SARS-CoV-2 ვირუსს, რომელიც იწვევს COVID 19-ს, ევროპისა და აფრიკის ადამიანებთან შედარებით.

ასე რომ, გენეტიკის ეროვნული ინსტიტუტის და ნიიგატას უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაიწყეს იმის აღმოჩენა, თუ როგორ მოქმედებს APOBEC3A ცილა nsp14 ცილაზე და შეუძლია თუ არა მას დათრგუნოს კორონავირუსის აქტივობა. ჯგუფმა ჩაატარა გენეტიკური მრავალფეროვნების მონაცემების ანალიზი ალფა და დელტა ვარიანტებისათვის ინფიცირებული კლინიკური ნიმუშებიდან იაპონიაში ივნისიდან ოქტომბრამდე.

მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ დელტა ვარიანტმა, რომელიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თქმით, ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები, შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება არავაქცინირებულ ადამიანებში. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„დელტა პლუსი“ „დელტა“ შტამზე უფრო გადამდებია - ბრიტანელი მეცნიერები

⭕ დელტა შტამი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა - ამერიკელი მეცნიერები

⭕ რამდენად ეფექტიანია ვაქცინაცია დელტა შტამის მიმართ? ამერიკელი სპეციალისტის განმარტება

⭕ კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

⭕ „თუ გვინდა გადავრჩეთ, დელტა ვარიანტის მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ“