COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ - CDC დირექტორი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ
1632857174
დაკოპირებულია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

CDC დირექტორის როშელ ვალენსკის თქმით, გამაძლიერებელი დოზების კარგად გადატანა ხდება, რაც პოზიტიური მოვლენაა.

„გვერდითი მოვლენების სიხშირე და ტიპი ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ გვერდითი მოვლენების მსგავსია და უმეტესად მსუბუქი ან ზომიერი და ხანმოკლე გვერდითი მოვლენებია“, - განაცხადა როშელ ვალენსკიმ.

ადამიანების 79.4%-მა, რომელმაც მიიღო „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინების მესამე დოზა მხოლოდ ინექციის ადგილას ტკივილი დაუფიქსირდა, ასევე, 74.1% თავის ტკივილი და დაღლილობა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“

👉 თუ ვაქცინაციის ტემპი არ გამოსწორდება, ეს ნიშნავს რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიების, ვაქცინაციის გამოყენება ვერ მოახერხა

👉 ეპიდვითარება სტაბილიზაციისკენ სვლას განაგრძობს