მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1632328746
COVID-19

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, საკუთარ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს წირავენ.

ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ რისკჯგუფს 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები წარმოადგენენ.

„შეშფოთებულები ვართ ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც გავედით 25-30 ათასზე და იმედი გვქონდა, რომ 40-50 ათასზე გავიდოდით, ზოგადად დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით - ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი.

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, ჩვენი მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, არ ვიცი, ეს რა ნაწილია, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ, თუ ეს არის ცალკეული ვაიექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს.

„ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც მას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც საარჩევნო კამპანიაა“

👉 „ფაიზერის გაფუჭების არანაირი რისკი არ არსებობს“

👉 „ვაქცინაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეს სერიოზული სიგნალია“