მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპიდვითარება სტაბილიზაციისკენ სვლას განაგრძობს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1632841744
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარებასა 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის და გარდაცვალების ციფრმა იკლო.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში განაგრძობს სტაბილიზაციისკენ სვლას. მართალია, ტემპი ნელია, მაგრამ უკვე დადებითობის მაჩვენებელი 6%-ს ჩამოსცილდა და შესაბამისად, ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს - 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა, დადებითობა, რეპროდუქციის ინდექსი და ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობაც კლებულობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ, 12 წელს ზემოთ ბავშვებში აცრაზეც ისაუბრა:

„აქტიურად განიხილება და მალე ნახავთ, იქნება გადაწყვეტილებები 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრაზე. ორი ვერსიაა და იმის მიხედვით, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭო რეკომენდაციას მისცემს სამინისტროს. ერთი არის, როცა 12-15 წლის ყველა ბავშვი იცრება და არის მეორე, ბრიტანული მიდგომა, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები. ასევე, მშობლების სურვილით. სია საკმაოდ გრძელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს“

👉 თუ ვაქცინაციის ტემპი არ გამოსწორდება, ეს ნიშნავს რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიების, ვაქცინაციის გამოყენება ვერ მოახერხა

👉 5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინაცია უსაფრთხოა