COVID-19

„კორონავირუსის შემდეგი შტამი „ომიკრონზე“ უფრო მეტად გადამდები იქნება“ - ჯანმო

მარია ვან კერხოვემ
1643189598
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის შემდეგი შტამი „ომიკრონზე“ უფრო მეტად გადამდები იქნება.

ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ვან კერხოვის თქმით, კითხვა, რომელსაც მეცნიერებმა ახლა უნდა უპასუხონ, არის ის, იქნება თუ არა ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი.

„შემდეგი შტამი უფრო გადამდები იქნება. საინტერესოა იქნება თუ არა მომავალი ვარიანტები უფრო მეტად მკაცრი. მუტაციების შემდეგ ვირუსის სიძლიერის შემსუბუქების გარანტია არ არსებობს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მართლაც ასეა“, - განაცხადა კერხოვმა. 

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ კორონავირუსი არაპროგნოზირებადია.

„ვირუსმა დაამტკიცა, რომ იგი უსიამოვნო სიურპრიზებით გამოირჩევა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გააგრძელებს კორონავირუსზე თვალყურის დევნებას, მის განვითარებაზე დაკვირვებას, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მიღებული იქნეს ზომები, რომლებიც ახალი ვარიანტების შესაძლო ზიანს შეაჩერებს“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი