COVID-19

„აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1642965056
დაკოპირებულია

„მსოფლიოში აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ  ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა განაცხადა. 

ზაზა წერეთელი მოსახლეობას, ვაქცინაციისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდებს. 

„თქმა იმის რომ „ომიკრონი“, შეიძლება, იყოს პანდემიის დასასრული ცოტა ძნელია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, მსოფლიოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აუცრელია. მსოფლიოში აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ  ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი. როგორი იქნება ახალი შტამი, რომელსაც შეეძლება მაგალითად, როგორც „ომიკრონს“ უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს გვერდი აუაროს თუ არა, ნამდვილად არავინ არ იცის - ძალიან უცნაურად იქცევა ეს ვირუსი. სიფრთხილე არის საჭირო და უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აკეთებს მსოფლიო - უნდა იყოს აცრები და წესების დაცვა“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება