COVID-19

„სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

კორონავირუსის ახალი ვარიანტი
1642927048
დაკოპირებულია

„სტელს-ომიკრონი“ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის ახლახან აღმოჩენილ ქვევარიანტია, რომელსაც მეცნიერები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, რათა დაადგინონ, რა გავლენა შეიძლება, იქონიოს მისმა გაჩენამ პანდემიაზე. 

ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოებმა გამოავლინეს ახალი შტამის ასობით შემთხვევა, სახელწოდებით BA.2. ვარაუდობენ რომ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.

„სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) დაადგინა 400-ზე მეტი შემთხვევა ბრიტანეთში ამ თვის პირველ 10 დღეში და მიუთითა, რომ „სტელს-ომიკრონი“ უკვე 40 ქვეყანაშია აღმოჩენილი.

„სტელს-ომიკრონი“, ასევე, დაფიქსირდა - ინდოეთში, დანიაში და შვედეთში.

ხელისუფლების ცნობით, ჯერ კიდევ არის გაურკვევლობა ვირუსის გენომში ცვლილებების მნიშვნელობის შესახებ.  BA.2 სიხშირის მკვეთრი ზრდა უკვე ფიქსირდება, განსაკუთრებით ინდოეთსა და დანიაში.

„ეს ქვევარიანტი ხასიათდება სისწრაფით, დიდი რაოდენობით ვრცელდება აზიაში, დამკვიდრდა დანიაში“, - განაცხადა ფრანგმა ეპიდემიოლოგმა ანტუან ფლაჰომ.

BA.2 ჯერ კიდევ არ არის დასახელებული შეშფოთების ვარიანტად - მაგრამ ფლაჰოლტი ამბობს, რომ ქვეყნებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ უახლესი ვარიანტის  მიმართ.

„გვაინტერესებს აქვს თუ არა ქვევარიანტს BA.1-ისგან განსხვავებული მახასიათებლები“, - აცხადებენ საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოში.

ვირუსოლოგის ტომ პიკოკის თქმით, სავარაუდოდ, BA.1 და BA.2-ის შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობაში მინიმალური განსხვავებები იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

⭕ „ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

⭕ „სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

⭕ ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება