მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება“ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1638271261
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.

კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში  ჯერ კიდევ ვირუსის დელტა ვარიანტია დომინანტი, რომელიც ყოველდღიურად 80 ადამიანის ოჯახში ატრიალებს ტრაგედიას. 

„თეორიულად, რომ დავუშვათ თუ „ომიკრონი“ გახდება დომინანტური ვარიანტი რა შესაძლებლობაა აქვს მას გავრცელების კუთხით თუნდაც საქართველოს ტიპის ქვეყანაში, მას 3-4 თვე დააგვიანდება. ჩვენ 3-4 თვე დელტა ვარიანტის ქვეშ ვცხოვრობთ, რომელიც დღეში 80 ადამიანის ოჯახში ტრაგედიას ატრიალებს და 1 თვის განმავლობაში 1500-ზე მეტ ადამიანს გვიკლავს. 

ამიტომ, შემდგომი 4-5 თვე ჩვენ გვაქვს დელტა ვარიანტი, რაზედაც ნამდვილად ვიცით რომ ვაქცინები მუშაობს. დღეს ძალიან კარგი დღეა, რადგან 13 ათასი ადამიანი აიცრა საქართველოში ანუ ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი ციფრი დაფიქსირდა. 

ყველას ვთხოვთ, რომ სანამ დელტა ვარიანტია და გაზაფხულამდე ასე იქნება. „ომიკრონიც“, რომ დომინანტურობისკენ წავიდეს ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ და ვებრძოლოთ დელტა ვარიანტს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში. 

ინფორმაციისთვის, ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება