COVID-19

„კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1637902674
დაკოპირებულია

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ვირუსში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა. 

„ისრაელმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკვე გამოაცხადეს რომ აკრძალეს მგზავრების მიღება სამხრეთ აფრიკიდან და მიმდებარე ქვეყნებიდან (South Africa, Namibia, Lesotho, Eswatini, Zimbabwe and Botswana) მას შემდეგ რაც დღეს სამხრეთ აფრიკამ გამოაცხადა კოვიდ ვირუსის ახალი B.1.1.529 შტამის აღმოჩენა.

ყველას ვინც ამ ქვეყნებიდან ჩამოვიდა ბოლო 10 დღის განმავლობაში მოეთხოვა აუცილებლად გაიკეთოს პისიარ ტესტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური ჯგუფი ხვალ უკვე იკრიბება, რომ განიხილოს ეს ახალი ვარიანტი, რომელშიც ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა, რამაც ასეთი შეკრების აუცილებლობა გამოიწვია“, - აცხადებს წერეთელი. 

ამავე თემაზე: 

🔴 „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

🔴 რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსის“ შესახებ შესაცვლელია - პაატა იმნაძე

🔴 21-ე საუკუნე შეიძლება ახალწარმოქმნილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე გახდეს - ამირან გამყრელიძე