მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

კორონავირუსის ბოტსვანას შტამი
1637840958
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა კორონავირუსის ახალი, „ბოტსვანას“ შტამის არსებობა დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

„ახალი ვარიანტი, სახელად B.1.1529, შეიცავს მუტაციების უჩვეულოდ დიდ რაოდენობას“, - აღნიშნა ლონდონის გენეტიკური ინსტიტუტის დირექტორმა ფრანსუა ბალუქსმა.

მისი თქმით, ახალი შტამი სავარაუდოდ, იმუნოდეფიციტის მქონე პირის ინფიცირების დროს განვითარდა, შესაძლოა, ეს მოხდა აივ/შიდსით დაავადებულ პაციენტში. 

„ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად იქნება ის გადამდები. ეს უნდა იყოს კარგად შესწავლილი და გაანალიზებული, მაგრამ ზედმეტი შეშფოთების საფუძველი არ იქნება, თუ მსგავსი შემთხვევების სიხშირე უახლოეს მომავალში არ დაიწყებს მატებას“,- განაცხადა ბალუქსმა.

ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში ამ ვარიანტის 22 შემთხვევა გამოვლინდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📣 „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC

📣 მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

📣 „ახალი ვარინტი სწრაფი გავრცელებით და საშიში მუტაციებით გამოირჩევა“ - თამარ ჟამურაშვილი

📣 გრიპის მსგავსი მსუბუქი სიმპტომები - ევროპაში Covid 19-ის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა