მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად“ - გიორგი ფხაკაძე

„მალე ალბათ ქართული შტამი გვექნება“
1630078689
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფაიზერის„ ვაქცინის ეფექტურობაზე და არსებულ კორონავირუსის ვარიანტებზე წერს.

„ფაიზერის“ ვაქცინა დღესდღეობით საკმაოდ ძლიერი და ყველაზე ეფექტური იარაღია… მაგრამ გვახსოვდეს, რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად და სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ არსებული ვაქცინები ვეღარ დაგვიცავენ …

გამოსავალი არის - დროზე უნდა ავიცრათ, რათა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება და ვირუსის მუტაცია ….

ნამდვილად არ მინდა, რომ ქართული ვარიანტი „დაიბადოს“. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „გილოცავთ, კაცობრიობა გადარჩა“

👉 „ვაქცინის ექსპერიმენტულობაზე საუბარი დასრულებულია“

👉 „ვაქცინის უსაფრთხოებაზე კაშკაშა, მწვანე შუქი ანთებულია“