მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ფაიზერს მუდმივი ლიცენზია მიენიჭა

ფაიზერის საბოლოო ლიცენზირება
1629728076
COVID-19

ამერიკის შეერთებული შტატების წამლების და საკვები პროდუქტების სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ფაიზერს მუდმივი ლიცენზია მიანიჭა. ამის შესახებ usatoday.com იუწყება.

აქამდე ფაიზერის, ისევე როგორც მოდერნას ვაქცინებს, აშშ-ის ტერიტორიაზე გადაუდებელი საჭიროების დროს გამოყენების სტატუსი ჰქონდათ, ექიმები იმედოვნებენ, რომ ოფიციალური ლიცენზიის მიღების შემდეგ ამ პრეპარატით აცრის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება.

ვაქცინის გამოყენება 16 წელზე უფროსი პირებისთვის არის ნებადართული.

ლიცენზიის მიღების შემდეგ ფაიზერის აქციები 5%-ით, ხოლო კომპანია BioNTech-ს აქციები 9%-ით გაძვირდა.

მოდერნას ვაქცინას, ჯერჯერობით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების რეგისტრაცია გააჩნია. ფაიზერის მიერ ლიცენზიის მიღების შემდეგ იგივეს მოდერნაც შეეცდება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოდერნას საბოლოო ლიცენზირებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

იხილეთ აგრეთვე:

⭕ რამდენად ეფექტიანია ვაქცინაცია დელტა შტამის მიმართ? ამერიკელი სპეციალისტის განმარტება

„ვაქცინაცია უშვილობას არ იწვევს“ - კულუმბეგოვი ექიმებს მიმართავს

მითები და ფაქტები ვაქცინაციის შესახებ - ექსპერტები ცრუ მოსაზრებებს უარყოფენ