მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჯარო უწყებებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის დავალება ეძლევათ - ღიბრაძე

გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა
1628774180
COVID-19

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, დღეიდან საჯარო უწყებებს და ასევე კერძო სექტორს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის დავალება ეძლევათ.

ღიბრაძის თქმით, ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომის მიზნით აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებიც.

„საჯარო უწყებებს დავალება ეძლევათ მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს. ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომის მიზნით აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებიც, მათგან დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე განახორციელებენ ვაქცინაციას.

ჯანდაცვის უწყება დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობას აგრძელებს, მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე როგორიც არის ქორწილი, ქელეხი და ასე შემდეგ“, - განაცხადა ღიბრაძემ.

ამავე თემაზე:

🔴 კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებს

🔴 „პაციენტებისთვის ადგილი არ არის, სავარძელზე ტარდება პირველადი სამედიცინო მანიპულაციები“ - დევი ტაბიძე

🔴 ფესტივალები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები იკრძალება

🔴 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება