მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პაციენტებისთვის ადგილი არ არის, სავარძელზე ტარდება პირველადი სამედიცინო მანიპულაციები“ - დევი ტაბიძე

ექიმი, პროფესორი დევი ტაბიძე
1628771072
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის თქმით, კლინიკაში კოვიდპაციენტებისთვის ადგილები საერთოდ არ არის და როცა ვინმე შემოდის, პირველადი სამედიცინო მანიპულაციები სავარძელზე ტარდება.

ექიმის თქმით, საწოლების რაოდენობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ვინმე გაეწერება ან გარდაიცვლება.

დევი ტაბიძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამატებით მიმდინარეობს, კიდევ ერთი სართულის მობილიზება.

დევი ტაბიძე ამბობს, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა.

„მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო იმისთვის, რომ ყველა აიცრას. ერთადერთი გამოსავალი არის ეს. ის, რომ კლინიკები სავსეა და ადგილები არ არის, ეს ყველამ იცის. არც ჩვენთან არის ადგილი. ადგილები ჩნდება ასეთი დინამიკის მიხედვით, გაეწერება ერთი, გაეწერება მეორე, სამწუხაროდ ვიღაც გარდაიცვლება და სწორედ ამ დროს გამოჩნდება ადგილი. ემერჯენსშიც იცით რა სიტუაციაც არის, პირდაპირ სავარძელში იწყება ე.წ. სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება. ეს ძალიან რთულია. ცოტა ვნერვიულობ მეშინია როდემდე გაუძლებენ ჩვენი ექიმები ამ ყველაფერს. სივრცე დაკავებულია. ახლა თავიდან მიდის დამატებით კიდევ ერთი სართულის მობილიზება. არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ საომარ სიტუაციაში ვართ. ეს მდგომარეობა ზუსტად გამოწვეულია იმით, რომ ეს ვირუსი სწრაფად ვრცელდება“, - აღნიშნა ტაბიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან, ტაბიძის თქმით, არსებული სიტუაციის გამწვავება კოვიდ 19-ის ახალმა, დელტა შტამმა გამოიწვია.

ექიმის თქმით, 1 ან მაქსიმუმ 10 დღე თუ გაგრძელდა 5000-ის ფარგლებში ინფიცირებულების მატება, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი მოხდება.

„დაახლოებით 75-80% ახალი შტამი. ჯანდაცვის სისტემა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს. 5000 გახდა პრაქტიკულად ზღვარი, რომელიც ყოველდღიურად გვაქვს და ეს ძალიან რთულია. მაქსიმალურად უნდა ჩამოვიდეთ 3000-მდე, უნდა დავუბრუნდეთ წინა ნიშნულს, რომ ეს პრობლემა არ გადაიქცეს იმაში, რომ ჯანდაცვის სისტემამ კოლაფსი არ განიცადოს.

1 კვირა ან მაქსიმუმ 10 დღე ეს მონაცემები თუ გაგრძელდა, შეიძლება რომ ჯანდაცვის სისტემას სერიოზული პრობლემა შეექმნას. რაში არის გამოსავალი ? ვაქცინაცია, რომ უმნიშვნელოვანესია ამაზე ლაპარაკი არ არის. აცრას აქვს თავისი 2-კვირიანი შუალედი, ის შედეგი შემდგომში გამოჩნდება. აცრა არის ზუსტად ის შედეგი, რომ არ გარდავიცვლებით, არ მოვხვდებით რეანიმაციაში და დაცულები ვიქნებით. აცრების რაოდენობით მინიმუმ 30 ათასზე უნდა ავიდეთ“, - დასძინა ტაბიძემ.

ამავე თემაზე:

👉 „მიუღწეველ ციფრად გვეჩვენებოდა, მაგრამ 26 ათასამდე ადამიანი ვაქცინაციის კაბინეტში მივიდა“ - ივანე ჩხაიძე

👉 როგორია ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში?

👉 მარინა ენდელაძე: როდესაც უკვე საველე ჰოსპიტლებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი